ფარული აუდიოჩანაწერები

ნათელაშვილი აუდიოჩანაწერზე: დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები

ძალიან მძიმე კადრებს ვუყურებთ ეს დღეები. საუბედუროდ, ოლიგარქებმა, ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში. რის შედეგადაც მართლმსაჯულება, პოლიტიკა, წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში. გამომდინარე იქიდან ვის რამდენი მილიარდი უნდა აწაპნოს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხის. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს და ქართველ ხალხს დაუბრუნებს სახელმწიფოს. ამოიყვანს მას მიწისქვეშეთიდან მზისქვეშეთში. საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად დაბრუნდა ძველი დრო. შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ის არ შეუქმნია მარტო ფარცხალაძესა და გუშინ ნაჩვენებ სუბელიანს. ასეთი ფორმირებები ჰყავს ოლიგარქთა მთელ რიგ წყებას. 

"ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები