არჩევნები 2018

კობახიძე: არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით

ეს არჩევნები დასრულდება ლოგიკური შედეგით, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და ეს დასტურდება ჩვენი შიდა კვლევებითაც. არჩევნები დასრულდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით და კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი ნაციონალურ მოძრაობას ყველა დანაშაულისთვის: ყაჩაღობა, ძალადობა, რეკეტი და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ასობით ადამიანის დაღუპვა, რაშიც ბრალი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც დაატრიალა ამ პარტიამ 2012 წლამდე.

თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები