არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ჩემს უკონკურენტობას განაპირობებს ევროპული გამოცდილება და აღზრდა სხვა სივრცეში

მე მგონი, ევროპული გამოცდილება, ის აღზრდა სწორედ სხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სხვა სამოქალაქო საზოგადოებაში, სადაც ვიცი, ეს ურთიერთობები როგორც არის აწყობილი.

იმის საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამერიკელებთან, ისე ევრიპელებთან, იმ მეორე გამოცდილებიდან, ანუ დიპლომატიური გამოცდილებიდან ან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებშიც პრაქტიკულად ყველაში ვიმუშავე, მაქვს საშუალება, რომ მათ ველაპარაკო თავიანთ ენაზე, როგორც თანასწორი, რაც ძალიან რთულია, კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ზოგჯერ გვიყურებენ ზემოდან და ჩვენც ზოგჯერ გვაქვს რაღაც კომპლექსი, რომ ჩვენ მათგან ველოდებით ბევრს, მაგრამ ცოტა გვაქვს მისაცემი.

მე ვარ დარწმუნებული, შეიძლება ჩემი ემიგრაციაში გატარებული ახალგაზრდობის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ამაყი ამ ქვეყნით, რომელიც იმ დროს აღარ არსებობდა და ძალიან ამაყი მისი კულტურით და ტრადიციებით, და არასდროს არ მქონდა განცდა, რომ საქართველო, თუნდაც მაშინ არარსებული, როგორც დამოუკიდებული სახელმწიფო, იყო რამეში ნაკლები, ვიდრე ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა. და ეს განცდა, რომელიც შიგნით მაქვს, მაძლევს იმის ძალიან დიდ თვითდაჯერებას, რომ მე შემიძლია, ნებისმიერი სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ველაპარაკო ერთიერთზე და არა როგორც პატარა ქვეყნის პრეზიდენტი დიდ ქვეყანას

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლების კითხვაზე, "ხშირად ამბობთ, რომ ხართ უკონკურენტო კანდიდატი, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თქვენს უკონკურენტობას".

კომენტარები