ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ეკა გიგაურს რამდენჯერმე ვანიშნე, რომ კარგი იქნება გავიდეს NGO სექტორიდან

მე მინიშნებებით რამდენჯერმე ეკა გიგაურს ვანიშნე, რომ კარგი იქნება ის გავიდეს არასამთავრობო სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხნია მისთვის, მისი სიცრუეებიც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, რადგან ის თავისი გამოსვლებით ცდილობს ქვეყანა არათუ შიგნით დააზიანოს, ახლა გადავიდა საერთოდ მოუკრეფავში, რომ იტყვიან. უკვე წავიდა იქით, რომ თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი. ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს ეხლა იქ, გასაგებია. იქ ეკა გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. წარმოუდგენელ თამასში შევიდა უკვე ეკა გიგაური. ეკა გიგაურს შევახსენებდი რომ უკვე სამი წელია სასამართლოში არ ცხადდება.

ამბობს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის შესახებ კითხვაზე პასუხად. ტვ პირველის ეთერში ეკა გიგაურმა თქვა, რომ მას სმენია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბრიჯიდ ბრინქსის დანიშვნაზე

კომენტარები