ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ხუხაშვილმა ყველა მოიარა და ყველაფერი მოატყავა, ჩემთან აღარ შემოესვლება მაგას

გია ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი, ყველგან ყველაფერი მოიარა, ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და ჩემთან აღარ შემოესვლება მაგას, ძალიან დიდი ხანია. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ნაციონალებთან გაფორმდა მისი პოზიცია. არ ვიცი, ხელფასს უხდიან, არ უხდიან, მაგრამ პოზიცია, რასაც ეგ დღეს იჭერს, ერთი ერთზე ასხამს ნაციონალების წისქვილზე, მაგრამ მაგისაც არავითარი პრობლემა არა გვაქვს...

...მორალთან დაკავშირებით კიდევ, სად წავიდა და როგორ წავიდა, ყველა მოიარა და ყველაფერი მოატყავა, თავში ჰქონდა ილუზია, რომ მე კი არ ვალაგებდი, ეგ ალაგებდა ყველაფერს, მოიქცა უღირსოდ და აღარც შემომიშვია და არც შემოვუშვებ, ეს მისი ბრალეულობა იყო, იმის იქით, ნაცვლად იმისა, რომ დაელაგებინა და გაესწორებინა, სადაც კი შეიძლებოდა დესტრუქცია, ყველგან მიდიოდა და დღევანდელი მისი პოზიცია ერთი ერთზე ნაციონალურ მოძრაობას ემთხვევა, ხელფასს საიდან იღებს და ფულს იღებს თუ არა, ჩემი ინტერესი არაა, მაგრამ იქ რომ დგას და მათ პოზიციას ამყარებს, ესე ჩანს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

კომენტარები