ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: 2013-ის არჩევნებისას, ხუხაშვილის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწევდი

მაგას [გია ხუხაშვილს] ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა ყველა პროცესს, მაგრამ რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს - არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო წინა, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი უკვე და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა, მაინც გამალებით მიაღწია, ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ დავუხურე პრინციპში მაგის ანალიზი, თუმცა ურთიერთობა არ შემიწყვეტია. როდესაც მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, რა შემთხვევაში ბურჯანაძე გაიმარჯვებს, იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსია შენთვის დამითმია, მე მაგაზე დროს არ დავხარჯავ, რომ მოგისმინო თქო. ასეთი ანალიტიკოსი და ესეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

კომენტარები