არჩევნები 2018

კუკავა: თუ არ მოვა ეს ხალხი არჩევნებზე, ჩვენი ქვეყანა ხვალ კიდევ უფრო მეტ ჭაობში ჩაეფლობა

თუ არ მოვა ეს ხალხი არჩევნებზე და დარჩება სახლში, ჩვენი ქვეყანა ხვალ კიდევ უფრო მეტ ჭაობში ჩაეფლობა და ეს იქნება არა პოლიტიკოსების და მთავრობის ბრალი, ეს იქნება თვითონ ხალხის ბრალი.  ამიტომ ყველას მინდა მივმართო, ვინც ახლა უყურებს ტელეეკრანებს და ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, რომ კეთილი ინებეთ, მიბრძანდით არჩევნებზე. თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეობა ნიშნავს იმას რომ აიღო პასუხიმგებლობა საკუთარი ქვეყნის და შვლების  და შვილიშვილების მომავალზე... ოდნავ მაინც სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების შემთხვევაში, მეორე ტური არის გარდაუვალი

პარტია "თავისუფალი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა

კომენტარები