გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე ივანიშვილზე: მდაბიო ირჩევს მასზე უფრო მდაბიოს

როცა "ნაცები" აგინებენ "ქოცებს" არიან ცამდე მართალი და როცა ქოცები აგინებენ ნაცებს, ასევე არიან ცამდე მართალი. მთავარი შეცდომა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის შეცდომა იყო არასწორად შერჩეული კანდიდატი. თუნდაც სიტყვაზე, მხარი რომ დაეჭირათ დავით უსუფაშვილის კანდიდატურაზე, მოიგებდნენ არჩევნებს პირველსავე ტურში. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს რაც დამართეს "ნაცებმა" და დამართეს პროფესიონალურად. იდეალურთან მიახლოებული საარჩევნო კამპანია ჩაატარეს...ვიმეორებ ბიძინა ივანიშვილის პრობლემა და სოციოპატია ამაშიც გამოიხატება ზუსტად, რომ ოდნავ განსხვავებულ აზრს ვერ გუობს. უსუფაშვილი იყო მისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორი კოალიციაში. მგონი დამეთანხმება ყველა ვინც კოალიციაშია ნამყოფი. პრობლემა თქვენი, "ქართული ოცნების" არის ის ერთი კაცი. მისი მდაბიო გემოვნება. მდაბიო არჩევს მასზე უფრო მდაბიოს. გინდა კეფით დააყენე, გინდა სახით დააყენე. ერთნაირები არიან. წაგებულები ხართ თქვენ და პრობლემა ამითაც შეუქმენით, რომ აგებთ და აგებთ ნაცებთან. თქვენი დანაშაული ეს არის. თქვენი ლიდერშიფი, თქვენი ხელმძღვანელობა არის არაკომპეტენტური, არაქართულად განწყობილი,მონური ფსიქიკით, უვიცი, უწიგნური და უტიფარი. შეცდომებს უშვებთ. ტაქსის მძღოლმა მითხრა დღეს, გარეთ გაქცეულმა კაცმა მოუგოო. 

გუბაზ სანიკიძე "ტვ.პირველის" ეთერში

კომენტარები