არჩევნები 2018

ჯანელიძე: სამოქალაქო ომით გვაშინებს ტიპი, რომელსაც ID ბარათში ჩიპის ეშინია

რა საყვარელი ქვეყანა ვართ, სამოქალაქო ომით გვაშინებს ტიპი, რომელსაც აიდი ბარათში რომ ჩიპი დევს იმისი ეშინია.

წერს იუმორისტი გიორგი ჯანელძე გედევან ფოფხაძეზე. დღეს ქართული ოცნების წევრმა თქვა, რომ თუ არჩევნების მეორე ტურს "ვაშაძე მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ". 4 წლის წინ ფოფხაძე ამბობდა, რომ ID ბარათის აღებას არ აპირებდა და ამ გადაწყვეტილებას პირად გემოვნებას უკავშირებდა და არა რელიგიურ შეხედულებებს.

კომენტარები