არჩევნები 2018

ბესელია: ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას, მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ

წინ მეორე ტური გველოდება. გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევანია ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის. იმიტომ, რომ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას. ეს არის არჩევანი, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს, ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ვხედავთ, ამ გადაწყვეტილებას შედეგად რა მოჰყვება. ოპოზიციური კანდიდატი აპირებს, ყველა ის ადამიანი შეიწყალოს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ადამიანების წამებაში, მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. საუბარია იმაზეც, რომ ასეთი ადამიანის ხელში პრეზიდენტის მანდატის გამოყენება შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ  სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ

პირველი არხის ცნობით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კომენტარები