ქობულია: ეკონომიკა კიდევ გაძლიერდება, ძაან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით

ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად იქნება სტაბილური და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა მომავალი ორი თვის განმავლობაში იქნება კიდევ უფრო ძლიერი. ამიტომ, ჩვენ პრინციპში ძალიან, ძაან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია. ცნობისთვის, ერთი თვეა, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7251 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 3.1170 ლარი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები