ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს ახლა გაძვალტყავებული ჯღანები, რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ შემოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან, არა ბანგლადეშელები ვინც იქ ცხოვრობენ, კი არაფერს ვერჩი, უბრალოდ მუშები არიან ისინი ვინც ჩადის. ინდუსები. მათ არ აქვთ ისეთი შემოსავალი. ჩვენ გვჭირდება მდიდარი შეიხები, რომლებიც ჩამოვლენ და ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც 200 სხვა კაცი და როგორც წესი უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება უკვე ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდე მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდან და რა ტქმა უნდა გერმანელები, ინგლისელები, ამერიკელები, ესენი გვჭირდება ძაან ბევრი და ჩვენ გვჭირდება თითოეულ ქართულ ოჯახს ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, იმიტომ რომ ამ სექტორში გადამწყვეტი წვლილი მაქვს მე შეტანილი და მესმის ეს სექტორი. ჩვენ უნდა ვამუშაოთ ის იმისათვის რომ ხალხმა მიიღოს შემოსავალი და არა პრობლემები შეიქმნას. იმიტომ რომ არის საქართველოში უბნები სადაც ქართულ ხმას ვერ გაიგებ და ეს მე სულაც არ მიხარია. არ მსიამოვნებს. მე მსიამოვნებს , რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებულნი.
tbl.ge/38e0
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




