კალაძე: "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია ჩვენ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული

ჩვენ შეცდომები გვქონდა ამ 6 წლის განმავლობაში მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ის რაც განასხვავებს ჩვენ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო და მოახერხა, თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ 9 წელზე. ჩვენ არ გვაქვს ვისაუბროთ წარსულზე, ძალიან მარტივია, ჩვენ 80% უნდა დავუთმოთ, იმაზე რას ვაკეთებთ ქვეყანაში და ასევე ვისაუბროთ, როგორი ქვეყანა გვინდა, საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა ხვალ. მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავაკეთოთ შედარება რა იყო, რა ცვლილებები განვახორციელეთ, რო დაინახოს განსხვავება მოსახლეობამ, თორემ, სხვანაირად შეუძლებელია. 

ჩვენ დავუშვით შეცდომები, დეტალებში არ შევალ და ერთ-ერთს დავასახელებ, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია მოსახლეობისთვის. ეს არის ე.წ კოჰაბიტაცია. 2012 წლის შემდეგ, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, ერთის მხრივ, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯია და ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს ე.წ კოჰაბიტაცია 6 წლის თავზე ჩვენს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები