ირაკლი კობახიძე

კობახიძე: იყო მთელი რიგი ხარვეზები ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობაში

ნებისმიერ არჩევნებში საზოგადოება გვიზიარებს თავის გზავნილს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურად ვიღებთ ამ გზავნილს. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად მოქმედება. იყო მთელი რიგი ხარვეზები ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობაში, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ხელისუფლების საქმიანობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად იმისათვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და პრიორიტეტი. ეს იყო გაჟღერებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გზავნილში.

ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ საკადრო პოლიტიკას და სწორედ  ამას ეხებოდა, რა თქმა უნდა, დღევანდელი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. რა თქმა უნდა, სწორი პოლიტიკა ვერ განხორცილდება  სწორი კადრების გარეშე და აქედან გამომდინარე, ყოველდღიური მუშაობის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის დახვეწა ხელისუფლებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ საკადრო პოლიტიკა აგებული იყოს ობიექტურ კრიტერიუმებზე. როდესაც, 2020 წლისთვის საპარლამენტო სია შედგება იქ ძალიან ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს ყველაფერი ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც არის კვალიფიკაცია, გამოცდილება, წვლილი პოლიტიკურ წარმატებაში. ამის საფუძველზე უნდა გადახალისდეს მათ შორის საარჩევნო სია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები