იური მეჩითოვი

მეჩითოვი: მე სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და ახლაც მივცემ ხმას

მე მივეცი ხმა ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ გამოცხადება ბინძური ხრიკია ენმ-ს მხრიდან. რა გააკეთა მოღალატეობრივი იმასთან შედარებით რაც ენმ-მ გააკეთა?! რომელიც ჩაება ომში, როგორც გინდათ დაარქვით, გინდა საომარი მოქმედება დაიწყო, გინდა ომი დაიწყო. წმინდა წყლის დემაგოგია და შავი პიარი ააგორეთ ამ ქალის წინააღმდეგ. იმ ხალხმა რომელმაც მოღალტეობრივად დაკარგეთ 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიის. ოცნება სულ სხვანაირად იყო აღქმული 2012 წელს და სხვანაირად გამოიყურება სამწუხაროდ 2018 წელს. მე ოცნებას მხარს არ ვუჭერდი, მაგრამ ამ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს და ახლაც მივცემ ხმას თუ ჩემი ხმა რამეს ამბობს.

იური მეჩითოვი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ 29 ოქტომბერს, ტვ პირველის ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში, ხალხის პოლიტიკა.

კომენტარები