არჩევნები 2018

მდინარაძე: ლოგიკურად, არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა იყოს 28 ნოემბერი

ეს ცესკო-ს გადასაწყვეტია, თუმცა ლოგიკა არი ერთადერთი, რომ მართალია ნაციონალური მოძრაოაბის წარმომადგენლები კანონებს არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ და მათაც ვურჩევთ წაიკითხონ. ვინაიდან, დღეს დილიდან ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებულია დღის წესრიგი, სადაც მითითებული იყო, რომ დღეს იქნებოდა შემაჯამებელი ოქმი, რთული არ არის არჩევნების დღის გამოთვლა, იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები ინიშნება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე. ამიტომ, ლოგიკურად, ეს უნდა იყოს 28 ნოემბერი და ამასთან დაკავშირებით გარკვეული სპეკულაციები არის მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", მამუკა მდინარაძე მეორე ტურის თარიღზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს თარიღი ჯერ არ დაუსახელებია, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს რუთავი 2-ის კვლევის შედეგების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ "28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება"

კომენტარები