არჩევნები 2018

ლომჯარია: საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის უკეთესი იყო არჩევნები შაბათ-კვირას დანიშნულიყო

მე მიმაჩნია, რომ არჩევნების დანიშვნა ყოველთვის ნამდვილად უმჯობესია შაბათ-კვირას. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად. თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ იქ, სადაც არიან რეგისტრირებულნი, რისი საშუალებაც სწორედ შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ეს დღე გამოცხადდეს უქმედ. ამიტომ უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით რა თქმა უნდა უკეთესი იყო და მე რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, ეს ძალიან ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე. რა თქმა უნდა შეიძლებოდა და მისასალმებელი იქნებოდა დანიშნული შაბათ-კვირას.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები