ზალკალიანი: საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და ის სპეკულაციები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან სახიფათოა. ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე იურიდიული საკითხია. უამრავი მასალაა საქართველოს მხრიდან მიწოდებული მთავარი პროკურორის ოფისისა და ჰააგის სასამართლოსადმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინეს ქართველებთან, განსაკუთრებით კი ქართველ სამხედროებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურ საქმიანობას ახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ამას მუდმივად ხელს ვუწყობთ და ბუნებრივია, მე ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ამ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გამოყენება

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები