არჩევნები 2018

კახიძე: არ შეიძლება, იმას, ვინც სესხს პატიოსნად იხდის, სხვისი ვალი დაუმატო გადასახდელად

მთავრობა ვერავის ჩამოაწერს ვალს, რადგან თავისას არაფერს ხარჯავს, მას ჩვენი ფული აქვს მიბარებული.

სახელმწიფო ბიუჯეტი არ წარმოადგენს ბატონიბიძინას ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსის პირად სალაროს. ის ჩვენი გადასახადებისგან შედგება და კერძო ვალების გასასტუმრებლად არ არის გათვალისწინებული.

არ შეიძლება, რომ იმას, ვინც თავის სესხს პატიოსნად იხდის, სხვისი ვალი დაუმატო გადასახდელად.

ივანიშვილს აქვს სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი პირადი აქტივი და შეუძლია, თამამად დაუბრუნდეს ქველმოქმედებას. მერე უნდა უფასო ფული გასცეს, უნდა უპროცენტო კრედიტი და უნდა საჩუქრებად არიგოს, მისი საქმეა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ხვალ პრემიერმინისტრი "ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს". იქამდე, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო.

კომენტარები