არჩევნები 2018

სააკაშვილი: ოცნებამ ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასი

თქვენ იძახით, რომ თურმე მელია ქათმებს დაიცავს. გამოდიან და იძახიან, ჩვენ თვითონ გავუკეთებთ ხალხს რაღაც ბანკებსო. ივანიშვილი ამითი აკეთებს ფულს. 3 მილიარდი ლარი გააკეთა ბოლო 2 წელიწადში საბანკო მანიპულაციებით, მევახშეობით და ქართველი ხალხის ძარცვით. შეიძლება 5 კილო კარტოფილივით რაღაცა გადმოუგდოს ქართველ ხალხს, 50 ლარი, 100 ლარი ვიღაცას. გეუბნება, ახლა ამ 100 ლარს შეგიმსუბუქებ და მომეცი კიდევ 6 წელი თქვენი ძარცვისთვის. ჩვეულებრივად ულტრაკორუმპირებული არსებაა. თვითონ იყო ბანკირი რა თვითონ ძარცვავდა ჩვენს ხალხს სულ ცოტა ხნის წინ. 

გარდა ამისა, ხაინდრავას მისცა 3 მილიონი, რომ კამპანიაში ჩაერთოს, ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას. 

ანტისემიტური განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. რუსთავი 2-მა გუშინ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ "შავი პიარის სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოიყვანა". 

კომენტარები