არჩევნები 2018

ივანიშვილი: თითქოს პარაზიტობს "ქართული ოცნება" იმის ხარჯზე, რომ ისევ ენმ-ს უპირისპირდება

ოპოზიცია არის დიდი პრობლემა. თუ გუნდში პრობლემაა, ასევე პრობლემაა პოლიტიკურ ისტაბილიშმენტში მთლიანად. ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასევე ღარიბია პოლიტიკური ისტაბილიშმენტი. ოპოზიციად და პარტიად არ იწოდება ჩვენი ძირითადი კონკურენტი. ამაზე არ გავჩერდები დიდად. პრობლემაა ისეთი არჩევნების ჩატარება თეთრსა და შავს შორის. ისევ ასეთი არჩევანის გაკეთება უწევს ჩვენს საზოგადოებას დღეს. რა თქმა უნდა ეს არ არის სასურველი. ეს არ არის კარგი, რომ თითქოს პარაზიტობს "ქართული ოცნება" ამის ხარჯზე, რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება. ძალიან ცუდია ეს. ძალიან ცუდია რომ ამ ფონზე გვიწევს არჩევნების ჩატარება. საზოგადოებას უნდა ჰქონდე კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი და ასეც უნდა მოვახერხოთ, ასეც უნდა მოხდეს. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი. 

ქართული ოცნების თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედი LIVE-ში.

კომენტარები