არჩევნები 2018

დუმბაძე მოსახლეობას: გაბრაზდით და ნუ ეფერებით ხელისუფლებას

საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ცოტა მეტს ვეფერებით ხელისუფლებას, ვიდრე ისინი იმსახურებენ, 600 000 ხმა მათთვის არის ზედმეტი, ეს არის მეტი ხმა, მეტი მივეცით, მეტად ვეფერებით... ცოტა გაბრაზდით, გაბრაზდით და ნუ ეფერებით მიმდინარე ხელისუფლებას...

როცა გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური პარტიები დავჯექით და ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ვინ უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი, ორივე ხელის აწევით, ჩემი მარჯვენა და მარცხენა ხელით დავადასტურე პატივიცემა ამ ადამიანის მიმართ და მხარი დავუჭირე გრიგოლ ვაშაძეს

 

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე გადაცემაში "არჩევანი".

კომენტარები