არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: სპორტი და მხოლოდ სპორტი გადაარჩენს საქართველოს

სპორტი და მხოლოდ სპორტი გადაარჩენს საქართველოს. წარმატებების და საქართველოს სახელის გარეთ გატანის მეორე მხარე არის შიგ ქვეყანაში, როგორ გავზარდოთ ახალგაზრდები. ჯანსაღი ცხოვრება როგორ დავაბრუნოთ საქართველოში, იმიტომ რომ დღეს დაბრუნებაზე არის საუბარი და არა გაძლიერებაზე ან გაგრძელებაზე. საზოგადოება არ არის იმ სტადიაზე მისული იფიქროს რომ აუცილებელია სპორტი ახალგაზრდებისათვის. მე როცა ავდივარ კუს ტბაზე დავდივარ აუზზე.. ჯერ ერთი მე ამის საშულაება გამაჩნია, ძალიან ბევრს ოჯახს არ გააჩნია საშუალება რომ ბავშვი სპორტზე და აუზში ატაროს. სპორტი არ არის ხელმისაწვდომი და ეს არის ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა.

ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სპორტსმენებთან შეხვედრისას

კომენტარები