არჩევნები 2018

სააკაშვილი: მე არ მინდა თანამდებობა, თანამდებობებზე უნდა მოვიდეს ახალი ხალხი

კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, გაიძახიან, მიშა ჩამოვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა, აგერ ვარ რეგიონალური ლიდერი, უკრაინაში ნამდვილად მაქვს პარტია, რომელიც ჩვეულებრივად შედის პარლამენტში, არ ვაპირებ არც ერთ თანამდებობას.

ერთადერთი, რასაც სიამოვნებით ავიღებდი საქართველოში, არის ლაზიკის განვითარების პროექტი, თავიუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების ფონდი ან კომიტეტი თუ შეიქმნება, მანდ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, ისევე როგორც ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიქნებოდი. მინდა ვაკეთო პროექტები, რომელიც შექმნის საქართველოში ძალიან მაგარ რაღაცეებს.

მე მაქვს ჩემი პროექტები, მე არ მინდა თანამდებობა, თანამდებობებზე უნდა მოვიდეს სრულიად ახალი ხალხი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook Live-ში.

კომენტარები