არჩევნები 2018

კოკი გუგუშვილი: მე და სალომე ვამაყობთ, რომ ჩვენი შვილები ნამდვილი პატრიოტები არიან

მე და ჩემი შვილების დედა სალომე თეიმურაზსა და ქეთევანს ვზრდიდით პატრიოტ ქართველებად, რომლებიც იამაყებდნენ თავიანთი ტრადიციებით და გააგრძელებდნენ რაინდობის, ღირსებისა და თავდადების იმ ძველი ქართული ღირებულებების ერთგულებას, რომლებზეც შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი წერდნენ. შავბნელმა წრეებმა გაბედეს და ეჭვის ქვეშ დააყვენეს ჩემი შვილების წარმომავლობა და დაამახინჯეს ის ყველაფერი, რასაც მათი მამა სამ ათეულ წელზე მეტ ხანს ემსახურა. ისინი, ვინც ამ ბოროტ დეზინფორმაციას ავრცელებს, არაკაცები არიან, კაცობრიობის ნაგავსაყრელზე გადასაგდები....

...მე და სალომე ვამაყობთ, რომ ჩვენი შვილები ნამდვილი პატრიოტები არიან და მამაცურად უმკლავდებიან დაშინებასა და თავდასხმებს. გუგუშვილებისა და ზურაბიშვილების ოჯახები არიან მტკიცენი და საქართველოს ერთგულნი. მივესალმები ჩემსა ვაჟსა და ქალიშვილს, რომლებშიც ჩემი სისხლი ჩქეფს და რომლებიც ჩვენი ოჯახის კელაპტარს მომავალ თაობებს გადასცემენ. ვამაყობ, რომ დედას გვერდზე უდგანან და ეხმარებიან საქართველოს ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფლების გზით სვლაში

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ყოფილი ქმრის, კოკი გუგუშვილის წერილს ქეთევან გორჯისტანი ავრცელებს.

კომენტარები