არჩევნები 2018

გორდაძე: არჩევნებზე არ მისვლა პროტესტის გამოხატვა კი არა, არსებული ტენდენციის გაძლიერებაა

ხმის მიცემის ორი გზა არსებობს: არჩევნებზე მისვლა და არჩევნებზე არ მისვლა. ნუ გექნებათ შეგრძნება, რომ არ მისვლით არაფერს არ ცვლით, უბრალო მათემატიკაა. არ მისვლა არ არის პროტესტის გამოხატვა, პირიქით, არსებული ტენდენციის გაძლიერებაა. და კიდევ, მათ ვინც ტოლობის ნიშანს ავლებს ორ ძალას შორის იმ არგუმენტით, რომ ორივე მხარემ გამოიყენა ბინძური ხერხები და ა შ.... მეგობრებო, საარჩევნო კამპანიის ამ ჭრილში გადაყვანა უფრო აწყობდა ერთ მხარეს, ძირითადად იმისთვის, რომ დაემალა მისი უუნარობა, უვიცობა, არაკომპეტენტურობა, კორუმპირებულობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბინძური კამპანიის საბოლოო მიზანი ერთის გათეთრება და მეორეს გაშავება კი არა, ორივე მხარის გაშავებაა. ასეთი მოცემულობა ყოველთვის იმ მხარისთვისაა კარგი, ვისაც მეტი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი აქვს. მე მაინც მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესს იმსახურებს

წერს Facebook-ზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე.

კომენტარები