არჩევნები 2018

ბოკერია: სახიფათოა, რომ არჩევნებით ცვლილების მიმართ უიმედობა გაღრმავდეს

სახიფათოა ვითარება, რომ საფუძვლიანი წუხილების გამო არჩევნებით ცვლილების მიმართ უიმედობა გაღრმავდეს. მათი კონტრპროპაგანდა კი იყოს, რომ ესენი არეულობას აპირებენ და ამით შეინარჩუნონ ამომრჩევლის რაღაც ნაწილი, რომელიც დაშინების გარეშე აძლევს მათ ხმას. არის პირობითად 400 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომელმაც დაშინების და მოსყიდვის გარეშე, გულწრფელად მისცა ხმა ივანიშვილს. მათ შორის არის ნაწილი, რომელზეც იმუშავა ამ პროპაგანდამ - არეულობის ან საფრთხის. ჩვენი ამოცანაა, ამ 400 ათასი მოქალაქიდან ივანიშვვილს წავართვათ 200 ათასი ხმა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

შემთხვევით ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ უიმედობის განცდის გამყარებას, რადგან ეს მომავალში ივანიშვილს საქმეს უადვილებს. ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ყოფილა ბევრად ტრაგიკული მომენტებიც, ამიტომ უნდა ვიაროთ წინ.

ამ სრული პოლიტიკური უტიფრობის, მოსყიდვის და დაშინების პირობებშიც კი, ოპოზიციამ თითქმის 800 ათასი ხმა აიღო. შემდეგ ჯერზე ჩვენ ამ ხმებს უნდა დავამატოთ მინიმუმ 200 ათასი ხმა, რომ ივანიშვილმა ასეთი მეთოდებითაც კი ვერ შეძლოს ჩვენი დამარცხება. ეს არის აბსოლუტურად რეალური. ივანიშვილი დამარცხდება არჩევნების გზით.

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა არჩევნების შედეგების შესახებ გადაცემა კვირის აქცენტებში ისაუბრა.

კომენტარები