ციხელაშვილი: რუსეთზე ჩვენი პოზიცია არის კონფლიქტის მოგვარება სუვერენიტეტის პატივისცემით

რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი პოზიცია და ეს მთლიანად ხელისუფლებას ეხება და ქართულ საზოგადოებას - ეს არის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზებისა და მოწესრიგებისთვის. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც რამე პრობლემას ეძებს. ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, დღეს არის ოკუპირებული და აგრესიის მსხვერპლი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს. საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, რუსმა პოლიტიკოსებმა ურთიერთობის ნორმალიზებაზე დაიწყეს საუბარი. ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები