ბახტაძე: დესტაბილიზაციის მოწყობის ყველა მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ, ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როცა არჩევნების შემდეგ მან მოსახლეობას "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. გარდა ამისა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპიზციამ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვირას, 15:00 საათზე მშვიდობიანი მანიფესტაცია დააანონსა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები