ბახტაძე: ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს

დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ; ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როცა არჩევნების შემდეგ მან მოსახლეობას "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. გარდა ამისა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპიზციამ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვირას, 15:00 საათზე მშვიდობიანი მანიფესტაცია დააანონსა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები