არჩევნები 2018

კობახიძე: ზურაბიშვილი უნდა გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ქვეყანაში

ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კონსტიტუციური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მოგებას ულოცავს.

კომენტარები