არჩევნები 2018

კალაძე: მე ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია არ მახსოვს

კონკრეტული ადამიანების მხრიდან გაკეთებული რაღაც უაზრო განცხადებები საინტერესო არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ჰქონდა სურვილი, მოეწყო დესტაბილიზაცია, არეულობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვისმენდით გინებებს - ამასაც კი არ ეროდებოდნენ. მე ესეთი მძიმე საარჩევნო კამპანია, მე ესეთი მძიმე არჩევნები არ მახსოვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველმა ხალხმა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა სიძულვილის ენით მოლაპარაკე ადამიანებს, უთხრა არა ბოროტებას. 

თქვა თბილისის მერმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას. 

კომენტარები