არჩევნები 2018

სააკაშვილი: პატრიარქით დაწყებული, ყველა აღიარებს და ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს"

პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული, ყველა აღიარებს და ამბობს, რომ "ხმები მოიპარეს"... მოიპარეს და შედეგები უნდა ვაღიაროთ??? არასოდეს!!! არც ეცადოთ! nპასუხი იქნება და უკომპრომისო!

წერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, დღევანდელი ქადაგებისას პატრიარქმა თქვა, "ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს".

კომენტარები