არჩევნები 2018

კვირიკაშვილი მარგველაშვილს: მადლობა ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის

ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მადლობას უხდის. არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

კომენტარები