მშვენიერაძე: კანონით, სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, არ შეიძლება სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, და მე თუ მკითხავ, ვალდებულებაც, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები და აღკვეთოს შეკრება-მანიფესტაცია, რომელმაც უკვე უკანონო ხასიათი მიიღო.

არასწორია, რომ პოლიცია კორდონს აკეთებს. საქართველოს კონსტიტუცია არ იცავს პირის უფლებას, მოახდინოს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება. ეს აღარ არის აზრის გამოხატვა, რაც შეიძლება, იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის მიზანი, ეს არის ადამიანების საქმიანობაში ხელშეშლა და სახელმწიფო უწყებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ტაბულასთან საუბრისას. ქსენოფობიური დაჯგუფების "ქართველთა მარშის" წევრები იუსტიციის სახლის პიკეტირებას ცდილობენ და უცხოელ მოქალაქეებს დაწესებულებაში არ უშვებენ. პოლიციამ, მათი დაშლის ნაცვლად, კორდონი გააკეთა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები