ვაშაძე: ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ

ეს ის პოლიციაა, ჩვენ რო გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, უსაფრთხოებაო. ვისი უსაფრთხოება, სალომე ზურაბიშვილის? ვის რად უნდა სალომე ზურაბიშვილი, ან დაცვა რად უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის, საქართველოა. რა პრობლემაა, მე არ მესმის. სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ, სამარცხვინო დროში, სამწუხაროდ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ეს განცხადება ველისციხეში, რუსთავი 2-თან გააკეთა. ის ეხმაურება პოლიციის მხრიდან თელავში შესასვლელი გზების ჩაკეტვას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები