გია ჯაფარიძე

ჯაფარიძე: ქვეყანა მიდის არა ევროპული, არამედ რუსული ტიპის "დემოკრატიის" შენარჩუნების გზით

1. პრეზიდენტ ზურაბიშვილის არჩევა ფაქტია
2. პრეზიდენტ ზურაბიშვილს მანდატი არ მიუღია, მაგრამ არჩეულია
3. არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, არასამართლიანად, არათანაბარ პირობებში, ეს აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა. 
4. პრობლემა საქართველოს მოქალაქეების სიღარიბე, უკიდურესად ცენტრალიზებული მმართველობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არარსებობა, საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიების დეფიციტია. პოლიტიკური კულტურის არარსებობა გრძელვადიანი პრობლემაა.
5. საპრეზიდენტო არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ნაბიჯი უკან ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად დაზიანდა საქართველოს ევროპული და ატლანტიკური პერსპექტივა, მაგრამ კიდევ უფრო დაზიანდა საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო სახე და რეპუტაცია
6. ვერ ვხვდები, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ოპოზიციის ნაწილის დაჟინებამ არჩევნების შედეგების არაღიარებაზე
7. ვერ ვხვდები, რა პრობლემა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის ნაწილის მიერ თელავში საპროტესტო დემონსტრაციის ჩატარება
8. ოპოზიციის ნაწილისთვის ხელისშეშლა იყო კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების აშკარა შეზღუდვა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ გადაადგილების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება
9. ხელისუფლების ქმედება იყო საქართველოს საერთაშორისო სახის დამაზიანებელი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კიდევ უფრო დაზიანდა თავად ხელისუფლების რეპუტაცია
10. გუშინ ისევ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს კომპეტენციის დეფიციტი, ხოლო ქვეყანა მიდის არა ევროპული დემოკრატიის, არამედ რუსული ტიპის "დემოკრატიის" შენარჩუნების გზით, რაც სახიფათოა 
ესაა ჩემი კომენტარი.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე გუშინ კახეთში განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები