გიგი უგულავა

უგულავა: საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია

საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციური კოორდინაცია, საზოგადოება ხედავს ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებს, მაგრამ ამავდროულად გვეუბნება, დაჯექით მოილაპარაკეთ და იყავით კოორდინაციაში, მოიფიქრეთ ახალი ფორმები მათ შორის, რადიკალური ბრძოლის, იმისათვის, რომ შედეგი დადგეს. შედეგი, რომელზეც ყველანი ვთანხმედებით ეს არის პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს არის თემა რომელიც გამოიყვანს ქვეყანას დღევანდელი კრიზისიდან. რაც უფრო გაწელავს ქართული ოცნება დროს, რაც უფრო მეტი რესპრესიები წავა, რაც უფრო მეტ ძალადობის სპირალში შევა, მით უფრო დამძიმდება ქვეყნის მდგომარეობა. პასუხიმგებელი ძალადობაზე, სიტუაციის რადიკალიზაციაზე არის ერთპირობნულად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. რომელმაც საზოგადოებას შესთავაზე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, რომლისგანაც გამოსავალი არის პროპორციული საპარლამენტო არჩევნები.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა პროპორციული არჩევნებისა და ოპოზიციური კოორდინაციის შესახებ.

კომენტარები