გახარია პარლამენტში: აქ ვართ დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ

დღეს აქ ვართ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიისთვის. თუმცა ასევე მინდა გითხრათ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება. ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური ფუჭი უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები, როგორც სამინისტროს, ისე ქვეყნის უსაფრთოხების წინაშე.

შს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები