გახარია პარლამენტში

ბოკერია გახარიას: თქვენ და თქვენს ხელისუფლებას [მოქმედების] სამი რეჟიმი გაქვთ

სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას:

ერთი - არის სრული იგნორირება, როგორც კორცხელში პოლიციელების ცემაზე იყო. გამოძიებაც არ დაგიწყიათ იმ პოლიციელების ცემაზე, ვინც მაშინ მოქალაქეებს იცავდა, ამ შემთხვევაში ჩვენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. 

მეორე: თუ აღშფოთება დიდია, შეიძლება გამოძიება დაიწყოთ, რომელიც არასდროს დამთავრდება და

მესამე: თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავი მოხდა, როგორც ის, რომ მარნეულის გამგებელმა აიძულა ადამიანი, შარდი სახეში შეეზილა, დაიჭიროთ დროებით და მერე გამოუშვათ. 

უთხრა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები