უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

გოცირიძე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე: სასამართლო ფეხქვეშ გათელილია

იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები, 10 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ფაქტობრივად, არის ის ძველი კლანი, რომელიც დღემდე მართავდა სასამართლო სისტემას და რომელიც გამოირჩეოდა ძალადობის დაკანონებით. პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული და სასამართლო, ფაქტობრივად, საქართველოში არის ფეხქვეშ გათელილი და ის არ ემორჩილება კანონებს და კონსტიტუციას. ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელებაზე. მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს

კომენტარები