ქობულია: ბევრი აცხადებს, რომ მუშაობა არ უნდა - ტიპიური წარმომადგენლები დიასახლისები არიან

3.7 მილიონი ადამიანიდან ჩვენი მუშახელი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, არის მიახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15 წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ხალხი... აგრეთვე, ჩვენ გვყავს, მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა, მარა აქ არი კიდე სხვადასხვა კატეგორია ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. აი ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, ნაწილობრივ მაინც, აგრეთვე ჩვენი ამოცანაა. 

თვითონ სამუშაო ძალას რაც შეეხება, ჩვენთან 842 ათასი კაცი მუშაობს, მაგრამ 881 ათასი ადამიანი, გარდა უმუშევარი 276 ათასისა, არის თვითდასაქმებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ეს განცხადება პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები