ქობულია: პანაცეა არაა პირდაპირი ინვესტიციები, მერე უცხოელები დივიდენდების გატანას იწყებენ

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. კი ბატონო, მე ვეთანხმები, მაგრამ ამავე დროს, ამ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ, აგრეთვე, ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაცა გაიტანოს აქედან არა? დივიდენდის სახით. ამაშია საქმე - ჩვენ რომ ძალიან დიდი რაოდენობის პირდაპირ ინვესტიციებს ვაგროვებთ, რაღაცა მომენტში, ის უცხოელები გატანას რომ იწყებენ დივიდენდების, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, ბალანსზე.

[...] არ არის პანაცეა პირდაპირი ინვესტიციები უცხოური, ჩვენ გვჭირდება აგრეთვე ჩვენი დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციები. ამიტომაც არის ერთ-ერთი კარგი საქმე იგივე საპენსიო რეფორმა, რომელიც დანაზოგებს მოიზიდავს და ჩადებს ეკონომიკაში, იმისთვის, რომ ჩვენ უცხოელების ფული არ ჩავდოთ მარტო და მერე დივიდენდები არ გავცეთ იქ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ეს განცხადება პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მოკლე ბმული: