პრეზიდენტი

ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე: მინდა, ეს გამყოფი ხიდი გამაერთიანებელი ხიდი გახდეს

მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ.  ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. 

ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე მივიდა

კომენტარები