ქართული ოცნება

კობახიძე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას

ქართული ოცნების გუნდი არის ერთიანი, აქ იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც, სამწუხაროდ, გადის გარეთ, ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად, არის ერთი გუნდი, ეს არის ქართული ოცნების გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები