უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კობახიძე: ჩვენი გზავნილები საპატრიარქოსთან და უკრაინასთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება

ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, განსაკუთრებით, მჭიდროა პარლამენტებს შორის კავშირები, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მე პირადად - უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ზოგადად, თქვენ იცით, რომ ძალიან გააქტიურებულია პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეაც შევქმენით ჩვენს მოლდოველ მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, თანამშრომლობა არის მჭიდრო, არის აქტიური, ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან საუბარი ამ თემაზეც, ასევე, გვექნება, ბუნებრივია, საპატრიარქოსთან საუბარი, პატრიარქთან საუბარი, და ამის საფუძველზე გახმოვანდება ჩვენი გზავნილები.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ცნობისთვის, 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

კომენტარები