ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჩხარტიშვილმა ანგარიში გამიწია, ხაზარაძეს კი, ნორმალური მადლობაც არ უთქვამს

ჩემი მუდარა, ხვეწნა და მუქარაც, თუ გნებავთ, ჩხარტიშვილისადმი იყო ის, რომ ქართულ სასამართლოს დღეს არ აქვს ისეთი ხერხემალი, რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ შენ მოუგე თიბისი ბანკს, მოუგე არაბებს, პატარკაციშვილს... კეთილი ინებეთ, აქედან როგორმე გაიწიეთ და მე მაქსიმალურად დაგეხმარებით, გადით გარეთ, გარეთ მოახერხეთ, ლონდონის სასამართლო... მე მადლობა შემიძლია გადავუხადო ამ მხრივ ვანო ჩხარტიშვილს, ჩემგან ზარალის მეტი, თუ შეაფასებთ ჩვენს ურთიერთობას, მას პრაქტიკულად არაფერი მიუღია.

მან გამოიტანა [სარჩელი] თუ ნახეთ სასამართლოდან, პირველი ინსტანცია მოგებულია და აღარ გაგრძელებულა დავა თიბისის და ვანო ჩხარტიშვილს შორის. პირად შეხვედრაზე მე სამაგიეროდ ვთავაზობდი, რომ სასამართლო დაზოგეთ და აგერ, ბიზნესმენები ვართ, მე ჩემი ფულით დაგეხმარები. ათასჯერ მაქვს ნათქვამი და ბევრს დავხმარებივარ კიდევაც სხვადასხვა ტიპის ბიზნესში და არა პირადად, ნაცვლად იმისა, რომ არ დაეზარალებინათ სასამართლო და სახელმწიფო, სასამართლოს ერთ მილიონში შეიძლება, ხუთი ჩემი გადამიხდია, რომ ეს გამეწია. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დავები, რაც იყო სასამართლოში, გარეთ გამოვიტანე, ვინ დაზარალდა ამ დავებიდან? ნახეთ, დაზარალდა ვანო ჩხარტიშვილი.

გარწმუნებთ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ. აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს... 30 მილიონი და სასამართლო ეხლა, ძალიან რთული სისტემაა, არ იფიქროთ და არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ როგორც ხატავენ, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადააადგილებს, არა, მე რაც მოვახერხე, ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის 26 ოქტომბერს, ტელევიზიებთან შეხვედრისას, TBC ბანკსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის არსებულ სასამართლო დავაზე.

კომენტარები