ზურაბიშვილი: შერიგების პრეზიდენტად მოვედი, იმედია, ეს შერიგება მმართველ გუნდზეც გავრცელდება

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარეობს. ერთადერთს იმას ვიტყვი, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მე დავიწყე საქმიანობა იმ იმედით, რომ ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებაში იმიტომ, რომ მე მგონი, და ამაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ საზოგადოებას სჭირდება მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი მთავარ საკითხებზე და, მე მგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა არის ერთერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც, მე ვთვლი, რომ უნდა ვიყოთ გაერთიანებული

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია იმედის კითხვას პასუხობს მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ

კომენტარები