ეკა ბესელია

ბესელია: არ ვარ ის, ვინც ახმოვანებს, რაც არაა გასახმოვანებელი, მაგრამ არც ხალხს ვატყუებ

მე მგონია, რომ როგორღაც მოვახერხე, ჩემი საჯარო აქტიურობით თუ, საჯარო გადაწყვეტილებების მიღებიც პროცესში, მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც საუბრობს გარეთ შიდა თემებზე, ვინც ჭორაობს, ან ახმოვანებს იმას, რაც არ არის გასახმოვანებელი, მაგრამ არც ის ადამიანი ვარ, რომელიც როცა საკუთარ ხალხს ესაუბრება ატყუებს. მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, მე ვთქვი ის , რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთ ჩემს კოლეგას თუ თანაგულდელს არ მოეწონა. მე თვლი რომ როცა პირი მიდის თანამდებობიდან მან არ უნდა მოატყუოს მოქალაქეები და უთხრას მიზეზი.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდოამრე ეკა ბესელია, თანამდებობიდან წასვლის შესახებ საუბრობს. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

კომენტარები