დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: უკომპრომისო ბრძოლაშიც შეიძლება ისე გაიარო გზა, რომ არ გადაკვეთო ეთიკური სტანდარტები

მე მინდა ხალხს, საზოგადოებას ვაჩვენო, რომ უკომპრომისო ბრძოლაში შესაძლებელია პოლიტიკოსმა ისე გაიარო რთული გზა, რომ არ გადაკვეთო მორალური და ეთიკური სტანდარტები. მე მგონია, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის პირობებშიც შესაძლებელია იყო პრინციპული და შეუვალი და არ ვგულისხმობ ბრძოლაში იმგვარი წესების გამოყენებას, რომელიც გადის სწორედ ჭორაობაზე და შიდა კულუარული ამბების საჯაროდ გამოფენაზე. მე სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობა მეკავა. მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე, ტყუილს ვერ ვიტყოდი ჩემს მოქალაქეებს, იმიტომ გადავდექი რომ მივდივარ იქ ვითომ კომფორტის ზონაში და ვიცე-სპიკერი უნდა გავხდე ან სადმე უნდა გადავიდე. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო გაუფასურება და უპატივცემულობა იმ ნდობის ლიმიტის რომელიც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხის სახელით საუბრობენ.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ტვ.პირველის ეთერში.

კომენტარები